Monday, December 21, 2009

პროექტი ,,კარცერი-ლუქსი"

1.პროექტის სახელი: ,,კარცერი-ლუქსი"
2. პროექტის მოკლე აღწერა: სკოლაში შეიქმნას ოთახი ,,ლარცერი-ლუქსი",რომლის დანიშნულება იქნება მოსწავლეებს სეაყვაროს მხატვრული ლიტერატურა.
3.პროექტის სრული აღწერა: სკოლაში ჩატარებული გამოკითხვებით დადგინდა და გამოვლინდა იმ მოსწავლეთა სია,რომელთაც არ უყვართ მხატვრული ლიტერატურა;
ჩამოყალიბდა ჯგუფი,რომელმაც გადაწყვიტა,რომ სკოლაში შეიქმნას სპეციალური ოთახი, ,,კარცერი-ლუქსი",მხატვრული ლიტერატურის არამოყვარ მოსწავლეთათვის;
ოთახის შექმნის იდეა ჩამოყალიბდა გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით.ეს არის,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".მეშვიდე-მერვე კლასში ისწავლება ნაწყვეტები ამ ნაწარმოებიდან სათაურით ,,კარცერი-ლუქსი".
ოთახი უნდა იყოს მყუდრო,კარგად მოწყობილი...წიგნებით სავსე...ჭერი და იატაკი - ანბანით მოხატული.
მოსწავლეებს,რომლებსაც არ უყვართ მხატვრული ლიტერატურა,წინასწარ შედგენილი გრაფიკით უნდა მოთავსდნენ ,,კარცერი-ლუქსში".ოთახში ყოფნის ხანგრძლივობა თანაბარი იქნება საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობასთან.მოსწავლეთა შერჩევა მოხდება მშობელთან შეთანხმებით.ამისათვის,გამოვლენილ მოსწავლეთა მშობლები მოწვეულ იქნებიან საგანგებო შეხვედრაზე და თან დაათვალიერებენ ოთახს.
,,კარცერი-ლუქსში" გამოკეტილი მოსწავლე ჯერ ანბანის თვალიერებას დაიწყებს, მერე წიგნების სათაურებს წაიკითხავს და იქნებ ისეთ სათაურსაც წააწყდეს,რომელიც მისთვის საინტერესო იქნება და შეიძლება კიდეც წაიკითხოს ეს წიგნი.
შექმნილი ოთახი კარცერი იქნება იმისთვის ,ვისაც კითხვა არ უყვარს, ხოლო ლუქსი -ლიტერატურის მოყვარულთათვის.
პროექტის მიზანია მხატვრული ლიტერატურა შეიყვაროს ყველამ და თითოეული მოსწავლისათვის ,,ლუქსი" იყოს წიგნებით სავსე ოთახი.
4.მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი;
5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი წელი;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური, ინდივიდუალური,წყვილური;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
1. ფოტო მასალა;
2. ვიდეო მასალა;
3.კედლის გაზეთის შექმნა;
4.ინტერვიუ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან;
5.ინტერვიუ სკოლის დირექტორთან;
6.ინტერვიუ მშობლებთან;
7. ინტერვიუ მოსწავლეებთან;
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები ცოტათი მაინც შეიყვარებენ კითხვას; თითოეული მშობელი მადლიერი დარჩება,თუკი შვილს შეამჩნევს სიყვარულს მხატვრული ლიტერატურისადმი;სკოლის დირექცია დარწმუნდება,რომ შესაძლებელია არამკითხველ მოსწავლეთა გამოსწორება; იდეის შთამაგონებელი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, დაინახავს თავის მიერ შექმნილი ნაწარმოების რეალობას;
9. სამუშაო ენა: ქართული;
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან: --
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით; მოსწავლე ირჩევს ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; მოსწავლე იცავს ტექსტის ორგანიზაციის წესებსა და ენობრივ ნორმებს; მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის; მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის შესაბამისობას კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან; ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს; მოსწავლე ცვლის სამეტყველო ქცევას აუდიტორიის გათვალისწინებით; მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე; მოსწავლე აგროვებს მასალას შესაბამისი თემისათვის;
12.პროექტის ფასილიტატორი: ნანა ჯაფარიძე;
13.ფასილიტატორიე ელ-ფოსტა: nanjafaridze@gmail.com
14. პროექრის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Followers